logo
სასტუმროარმაზი პალასი

გეპატიჟებათ ახალი სასტუმრო “არმაზი პალასი” თბილისის უძველეს და ულამაზეს უბანში, ავლაბარში, მეტროდან 50 მეტრში.

სასტუმროს აივნებიდან თქვენ დაინახავთ თბილისის ძველი უბნების საოცარ ხედებს, ქართული არქიტექტურის თანამედროვე და ძველ საოცრებებს: სამების საკათედრო ტაძარს, პრეზიდენტის რეზიდენციას, ნარიყალას და მთაწმინდის ულამაზეს ადგილებს.
სტუმარს შეუძლია ტრანსპორტისა და დამატებითი ხარჯების გარეშე, ფეხით მოიაროს თბილისის ძველი, ისტორიული ადგილები, აბანოთუბანი, შარდენი, რიყის პარკი, რუსთაველი, ცნობილი მუზეუმები, თეატრები,  რესტორნები  და გასართობი ადგილები , რომლებიც ჩვენი სასტუმროდან 400- 600 მეტრის რადიუსში მდებარეობს.
სასტუმროდან ქალაქის ცენტრამდე მიხვალთ 3 წუთში, ხოლო აეროპორტამდე - 15 წუთში.
სასტუმრო ოთხსართულიანია. მოიცავს საკონფერენციო დარბაზსა  (25-30 კაცზე) და  10 კომფორტულ ნომერს. ყველა მათგანს აქვს ღია აივანი საუკეთესო ხედით.

ნომრები აღჭურვილია:
-აბაზანით; 
-კონდიციონერით;
-მინი ბარით;  
-გათბობის სისტემით;
-უფასო ინტერნეტით Wi-Fi ;
-სატელიტური ტელევიზიით;
-ტელეფონით.

ჩვენ სასტუმროში თქვენთვის გარანტირებულია მშვიდი და მყუდრო გარემო დასვენებისა და საქმიანი ვიზიტისათვის.

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5

 

ტელეფონი: +995 32 2 772 143

მისამართი:  თბილისი, არმაზის. #8, ავლაბარი

ელ. ფოსტა:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ვებ გვერდი: www.armazipalace.ge

prev geo  next geo